Sunday, March 6, 2016

                                     
                           რეფლექსია  - 9
    6.03.2016 წელი
       
                  დღეს  მუშაობა დავიწყეთ სასწავლო პროექტების  პრეზენტაციით.შემდეგ კი ჩვენი ნამუშევრები გადავიტანეთ საქაღალდეებში.  დამთავრდა ჩვენი ინტელის ტრენინგი. აღმოჩნდა, რომ ბევრი ისეთი ცოდნა დავაგროვე,განსაკუთრებით კომპიუტერთან ურთიერთობისა,რომელსაც ნამდვილად არ ველოდი,რომ შევძლებდი.დავრწმუნდი,რომ დრო ფუჭად არ დამიხარჯავს, დავხვეწე ტექნოლოგიათა
მართვის უნარ-ჩვევები; ვფიქრობ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ტრენინგი -მართალია,
ჩემთვის შრომატევადი ,მაგრამ მეტად საჭირო და საინტერესო  აღმოჩნდა.

Saturday, March 5, 2016

          რეფლექსია -     დღე -8
5.03 .2016 წელი
     
         დღევანდელი დღე  დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომის  შეფასების რუბრიკის  მიმოხილვით, ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები. სამუშაო დღის  მეორე ნაწილი დავუთმეთ საქაღალდეების  შექმნა-შენახვას,შევქმენით 7 საქაღალდე;ასევე ვისწავლე დიზაინის შექმნა. დღეს გავეცანი მოდულ 7-ს,სადაც მოვიძიე ბლუმი/გარდნერის მატრიცა,რომელიც დამეხმარება დავალების  სირთულის დაძლევაში.
ტრენერის ყველა მითითება ძალიან მიზნობრივი და აქტუალური იყო.რაც მთავარია ვისწავლე  რა თანმიმდევრობით უნდა გავაკეთო ჩემი პროექტი. დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო,მაგრამ ამავე დროს საინტერესოც.

Friday, March 4, 2016

დღე - 7

რეფლექსია
28.02.2016წელი.
დღევანდელი სამუშაო დღე საკმაოდ  რთული აღმოჩნდა ჩემთვის.ბევრი საკითხი ისევ ბუნდოვანი .
  განვიხილეთ მე-5 და მე-6 მოდული,ბლუმის ცოდნის დონეებისა და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენება მოსწავლეთა შესაძლებლობისა და საჭიროების შესაბამისად,რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა დავალებების დონის დაძლევას,მოტივაციის ამაღლებას.  იმედია,ტრენერის დახმარებით  მოცემულ საშინაო დავალებას გავართმევ თავს. 

Saturday, February 27, 2016

დღე-6

27.02.2016  წელი
                            რეფლექსია   -  6
              დღეს მუშაობა დავიწყე მოდული 3-ის განხილვით.განვიხილე მე-3 მოდულის საკვანძო საკითხები,კერძოდ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესში .
              დღეს შევქმენით ჯგუფი და ერთმანეთში გავცვალეთ ინფორმაციები.ეს პროცესი ძალიან მომეწონა.
                გავეცანი მე-4 მოდულს და მისი დახმარებით გავაკეთე ჩემი პროექტის ჩონჩხი,რომელიც 5 ფაილისაგან  შედგება. შემდეგ ჯგუფში განვიხილეთ,მივიღე შესაბამისი რჩევები და შევეცდები  გავითვალისწინო შემდეგისათვის.
            გავეცანი სასარგებლო ვებსაიტების მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს.

Monday, February 22, 2016

დღე - 5

                           რეფლექსია  – 5
 22.02 . 2016  წელი


           დღეს ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. გავაკეთე  პროექტის  მიმართულების  მიმცემი საკვანძო  კითხვების პრეზენტაცია.  ტრენერის დახმარებით შევძელი სასწავლო პროექტის საკვანძო კითხვების ფორმულირება. შევძელი გამეაზრებინა ზოგადი. თემატური და შინაარსობრივი კითხვები  21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების  შესაბამისად.
          ვიმუშავე მოსწავლეთა შეფასების მეთოდების განხილვაზე,ასევე შეფასების განსაზღვრაზე მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.  მიუხედავად იმისა,რომ დღეს საკმაოდ კარგად და აქტიურად ვიმუშავე,არის საკითხები შეფასემის მეთოდებთან დაკავშირებით,რომლებიც ჩემთვის  ბუნდოვანია.ალბათ მომავალ მეცადინეობაზე ტრენერთან ერთად ამ საკითხებზე ისევ  ვიმუშავებ, და იმედია კარგად დავეუფლები.

Sunday, February 14, 2016

დღე -4

15.02/2016 წელი
რეფლექსია  
    დღეს ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში. ვისწავლე ტექსტის მონიშვნა,კოპირება და ჩასმა.
     გეგმის შაბლონში ჩავსვი  პროექტის შესაბამისი  სტანდარტები და ინდიკატორები, რომლებზეც წინასწარ  ვიმუშავე და ჩემი პროექტის საჭიროებისამებრ შევარჩიე.
ჩემი მუშაობით კმაყოფილი ვარ,რადგანაც  ვგრძნობ, რომ  უკეთესად  გამომდის კომპიუტერთან  ურთიერთობა.

Friday, February 12, 2016

დღე - 3

12.02.2016 წელი  -15 საათი      
რეფლექსია                                                                           
   მეცადინეობა   დავიწყეთ დავალების შემოწმებით /პუბლიკაციის მომზადება/.
დღევანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო,რადგან მუშაობა დავიწყე პროექტის გეგმაზე.მიუხედავად იმისა,რომ  დაღლილი ვიყავი მეცადინეობა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.  მუშაობის პროცესში  ჩემი პროექტი სულ სხვა თვალით დავინახე.იმედი მაქვს ჩემს მიერ მომზადებულ  პროექტს საინტერესო პრეზენტაცია ექნება. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ.