Saturday, February 27, 2016

დღე-6

27.02.2016  წელი
                            რეფლექსია   -  6
              დღეს მუშაობა დავიწყე მოდული 3-ის განხილვით.განვიხილე მე-3 მოდულის საკვანძო საკითხები,კერძოდ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესში .
              დღეს შევქმენით ჯგუფი და ერთმანეთში გავცვალეთ ინფორმაციები.ეს პროცესი ძალიან მომეწონა.
                გავეცანი მე-4 მოდულს და მისი დახმარებით გავაკეთე ჩემი პროექტის ჩონჩხი,რომელიც 5 ფაილისაგან  შედგება. შემდეგ ჯგუფში განვიხილეთ,მივიღე შესაბამისი რჩევები და შევეცდები  გავითვალისწინო შემდეგისათვის.
            გავეცანი სასარგებლო ვებსაიტების მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს.

Monday, February 22, 2016

დღე - 5

                           რეფლექსია  – 5
 22.02 . 2016  წელი


           დღეს ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. გავაკეთე  პროექტის  მიმართულების  მიმცემი საკვანძო  კითხვების პრეზენტაცია.  ტრენერის დახმარებით შევძელი სასწავლო პროექტის საკვანძო კითხვების ფორმულირება. შევძელი გამეაზრებინა ზოგადი. თემატური და შინაარსობრივი კითხვები  21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების  შესაბამისად.
          ვიმუშავე მოსწავლეთა შეფასების მეთოდების განხილვაზე,ასევე შეფასების განსაზღვრაზე მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.  მიუხედავად იმისა,რომ დღეს საკმაოდ კარგად და აქტიურად ვიმუშავე,არის საკითხები შეფასემის მეთოდებთან დაკავშირებით,რომლებიც ჩემთვის  ბუნდოვანია.ალბათ მომავალ მეცადინეობაზე ტრენერთან ერთად ამ საკითხებზე ისევ  ვიმუშავებ, და იმედია კარგად დავეუფლები.

Sunday, February 14, 2016

დღე -4

15.02/2016 წელი
რეფლექსია  
    დღეს ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში. ვისწავლე ტექსტის მონიშვნა,კოპირება და ჩასმა.
     გეგმის შაბლონში ჩავსვი  პროექტის შესაბამისი  სტანდარტები და ინდიკატორები, რომლებზეც წინასწარ  ვიმუშავე და ჩემი პროექტის საჭიროებისამებრ შევარჩიე.
ჩემი მუშაობით კმაყოფილი ვარ,რადგანაც  ვგრძნობ, რომ  უკეთესად  გამომდის კომპიუტერთან  ურთიერთობა.

Friday, February 12, 2016

დღე - 3

12.02.2016 წელი  -15 საათი      
რეფლექსია                                                                           
   მეცადინეობა   დავიწყეთ დავალების შემოწმებით /პუბლიკაციის მომზადება/.
დღევანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო,რადგან მუშაობა დავიწყე პროექტის გეგმაზე.მიუხედავად იმისა,რომ  დაღლილი ვიყავი მეცადინეობა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.  მუშაობის პროცესში  ჩემი პროექტი სულ სხვა თვალით დავინახე.იმედი მაქვს ჩემს მიერ მომზადებულ  პროექტს საინტერესო პრეზენტაცია ექნება. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ.

Sunday, February 7, 2016

რეფელქსია დღე-2

7.02.2016 წ.10 საათი                                                                                                                                            ტრენინგი დაიწყო  დავალების შემოწმებით–  ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილი  პროექტების განხილვით. ტრენერმა  გაგვაცნო პროექტის მოთხოვნის ჩეკლისტი,პორტფოლიოს შეფასების რუბრიკები,პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და სხვა  მიმდინარე საკითხები. დღევანდელი დღით  კმაყოფილი ვარ.იმედი მაქვს კარგად დავეუფლები პროექტებით სწავლების მეთოდიკას.

რეფლექსია დღე-1

5.02.2016 წ.15 საათი   –     ტრენერმა  ქალბატონმა გვანცა სალიამ 4 საათის განმავლობაში ჩაგვიტარა ტრენინგი ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.   ტრენინგის თემა  – "პროექტებით სწავლება".                                                                          ტრენერმა მოგვინიშნა სახელმძღვანელოს ელექტრონული მისამართი.გავეცანი ელექტრონული სახელმძღვანელოს შინაარსს,რომელიც შედგება 8 მოდულისაგან, ასევე დამატებით რესურსში არსებულ ფაილებს:"პორტფოლიოს ჩეკლისტს", "პროექტის გეგმის შაბლონს", "21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს" და სხვა.ტრენერთან ერთად მიმოვიხილე ვიდეორგოლი – "ვირტუალური ელჩი"–ის ყველა პუნქტი. ტრენერმა მოგვცა დავალება  მეორე დღისათვის,იდეის დონეზე წარგვედგინა  პროექტი.მუშაობის ბოლოს   შეგვაქმნევინა ბლოგი.  დღევანდელი დღის მუშაობით  კმაყოფილი დავრჩი.