Sunday, February 7, 2016
რეფლექსია დღე-1
5.02.2016 წ.15 საათი – ტრენერმა ქალბატონმა გვანცა სალიამ 4 საათის განმავლობაში ჩაგვიტარა ტრენინგი ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ტრენინგის თემა – "პროექტებით სწავლება". ტრენერმა მოგვინიშნა სახელმძღვანელოს ელექტრონული მისამართი.გავეცანი ელექტრონული სახელმძღვანელოს შინაარსს,რომელიც შედგება 8 მოდულისაგან, ასევე დამატებით რესურსში არსებულ ფაილებს:"პორტფოლიოს ჩეკლისტს", "პროექტის გეგმის შაბლონს", "21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს" და სხვა.ტრენერთან ერთად მიმოვიხილე ვიდეორგოლი – "ვირტუალური ელჩი"–ის ყველა პუნქტი. ტრენერმა მოგვცა დავალება მეორე დღისათვის,იდეის დონეზე წარგვედგინა პროექტი.მუშაობის ბოლოს შეგვაქმნევინა ბლოგი. დღევანდელი დღის მუშაობით კმაყოფილი დავრჩი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment